ბიძინა ივანიშვილი: ხშირად მავიწყდება, კვირის რომელი დღეა!

ბიძინა ივანიშვილი: ხშირად მავიწყდება, კვირის რომელი დღეა!

„ბევრი სამუშაო გვაქვს, ბევრი ვალდებულება ავიღეთ წინასაარჩევნოდ, ბევრი დაპირება გავეცით და უნდა შევასრულოთ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.


ივანიშვილმა ახალი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით,  მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროებში ახალი მინისტრების მისვლის მიუხედავად,  ძველმა თანამშრომლებმა სამსახური შეინარჩუნეს.


"მინისტრები და მოადგილეები შეიცვალა. გვაქვს პრეცენდენტები, როცა ზოგ სამინისტროში თანამდებობები მოადგილეებმაც შეინარჩუნეს. ძალიან ბევრს ვმუშაობთ და შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ. ხშირად მავიწყდება, კვირის რომელი დღეა, რადგან ბევრი სამუშაოა. ბევრი ვალდებულება ავიღეთ წინასაარჩევნოდ, ბევრი დაპირება გავეცით და უნდა შევასრულოთ", - ამბობს ივანიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: