ბიძინა ივანიშვილს რუსეთმა იმედები გაუცრუა

ბიძინა ივანიშვილს რუსეთმა იმედები გაუცრუა

„რუსეთთან ურთერთობა ვერ იქნება და არ იქნება ისეთი, როგორც სააკაშვილს ჰქონდა. მოლოდინი მაქვს, რომ რაღაც მოხდება და რუსეთი გაიაზრებს ამას“, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილი ამბობს, რომ დაინტერესებულია ამ ქვეყანასთან ურთიერთობის ნორმალიზებით.  „აქ წამოსვლამდე დავაზუსტე, თუ რა ხდება რუსულ ბაზარზე და როგორ გადის იქ ჩვენი პროდუქცია. რაც მე ხელისუფლებაში მოვედ ამ მიმართულებით არაფერი განსაკუთრებული არ გაგვიკეთებია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი მოსცლის შემდეგ რუსეთში   პროდუქციის გატანა დაიწყო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყოფილ ხელისუფლებას თვითონ არ უნდოდა ამ ბაზარზე გასვლა. იმედი მაქვს, რომ ურთიერთობების დარეგულირება დაიწყება. თუმცა ამ ეტაპზე რუსეთისგან იმედგაცრუება მაქვს’’, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: