ალექსი პეტრიაშვილი ვილნიუსში ჩავიდა

ალექსი პეტრიაშვილი ვილნიუსში ჩავიდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ლიტვაში გაემგზავრა.


სახელმწიფო მინისტრი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში "ათი წელი პრაღის სამიტის შესახებ". იგეგმება მისი სიტყვით გამოსვლაც.


"ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ აუდრონიუს აჟუბალისთან და ეროვნული თავდაცვის მინისტრ რასა იუნკევიჩიესთან", _ ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: