თინა ხიდაშელი: მზად გვაქვს ჰაუპტვახტის გაუქმების პროექტი!

თინა ხიდაშელი: მზად გვაქვს ჰაუპტვახტის გაუქმების პროექტი!

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, თინა ხიდაშელის განცხადებით, მის უწყებას მზად აქვს პროექტი, რომლის გათვალისწინებით, ქართულ ჯარში ჰაუპტვახტი გაუქმდება.

 

თინა ხიდაშელმა უწყებაში გასატარებელ რეფორმაზე კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.

 

,,ჰაუპტვახტის გაუქმების პროექტი მზად გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, რომ ქართული ჯარის პრაქტიკიდან ეს მახინჯი სისტემა გავაქროთ. ჩვენი ამოცანაა, რომ სისტემა რაც შეიძლება ჰუმანური იყოს და ყველა იმ მავნე პრაქტიკაზე ვთქვათ უარი, რაც საბჭოთა პერიოდიდან გადმოგვყვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დისციპლინას და სამხედრო მოსამსახურის ქცევას ნაკლები ყურადღება ექცევა და ამ მიმართულებით დაგეგმილია პასუხისმგებლობის გამკაცრება“, - განაცხადა ხიდაშელმა.

 

მინისტრობის კანდიდატმა ჯარის კვებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯარი ქართულ კვებაზე უნდა გადავიდეს.

 

„აღმოსავლეთ საქართველოში შენაერთები მთლიანად ქართულ კვებაზეა გადასული და 1-ელი იანვრიდან ჯარი ქართული ხორცით იქნება უზრუნველყოფილი. პრეტენზია და ამბიცია მაქვს, რომ გაზაფხულის დასაწაყისში მთლიანად ქართული წარმოების პროდუქტზე გადავიყვანოთ და ამით 40 მილიონი ლარი ქართულ ბაზარზე დარჩება“,- აღნიშნა ხიდაშელმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: