ღვაწლმოსილი თბილისელების ოჯახებს, გიორგი ტყემალაძემ და ვლადიმერ ძნელაძემ საახალწლო საჩუქრები გადასცეს

ღვაწლმოსილი თბილისელების ოჯახებს, გიორგი ტყემალაძემ და ვლადიმერ ძნელაძემ  საახალწლო საჩუქრები გადასცეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ და დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა, ვლადიმერ ძნელაძემ მოინახულეს. თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, 97 წლის ნინო ლაღიძე

 

საკრებულოს წევრები წინასაახალწლო მილოცვებით ესტუმრენ დამსახურებული ექიმების ოთარ მელითაურისა და ვერიკო მურვანიძის ოჯახს. დეპუტატებმა ტკბილეული გადასცეს მოქალაქეებს. 

 

გიორგი ტყემალაძემ მადლობა გადაუხადა მათ პროფესიული კარიერის მანძილზე გაწეული საქმიანობისათვის. საუბარი ასევე შეეხო ჯანდაცვის საკითხებს. მოქალაქეთა მხრიდან არსებული ინტერესების შესაბამისად ვლადიმერ ძნელაძემ 2016 წელს დიდუბის რაიონში დაგეგმილი კონკრეტული პროექტების შესახებ და რაიონში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

 

მოქალაქეებმა მადლობა გადაუხადეს მილოცვებისა და დაფასებისთვის გიორგი ტყემალაძესა და ვლადიმერ ძნელაძეს და ხაზი გაუსვეს, რომ ასეთი ყურადღება მისასალმებელი და საჭიროა ყველა მოქალაქისადმი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: