პენსია 2013 წლის სექტემბრიდან გაიზრდება

პენსია 2013 წლის სექტემბრიდან გაიზრდება

"2013 წლის ბოლომდე შეიქმნება სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვეო ფონდი, რომლის ბიუჯეტიც 256 მილიონი ლარი იქნება", _ განაცხადა პერმიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჯანდაცვის პროგრამაზე საუბრისას.


პრემიერის თქმით, აუცილებლად შესრულდება წინასაარჩევნო დაპირება სადაზღვევო პოლისებთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე მოსახლეობას შედარებით მცირე პაკეტები დაურიგდება, ხოლო მერე თანდათან გაიზრდება.


ბიძინა ივანიშვილი პრესკონფერენციაზე პენსიების გაზრდის საკითხსაც შეეხო. მისი განმარტებით, 67 წლამდე პენსიონერებს ისეთივე რაოდენობის პენსია ექნებათ, რაც 67 წლის ზევით. მათი პენსია 1 აპრილიდან 125 ლარი გახდება, ხოლო სექტემბრიდან 150 ლარი გაუთანაბრდება საარსებო მინიმუმს, მაგრამ მომავალში შესაძლოა, საარსებო მინიმუმის გაზრდა მოხდეს.


"მიჭირს კონკრეტული თარიღის დასახელება. ბიუჯეტის ოპტიმიზაციით ჩვენ ძალიან ბევრი მოვახერხეთ, წინა ხელისუფლებას ძალიან ბევრი არამიზნობრივი ხარჯები ჰქონდა", _ აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: