ბიძინა ივანიშვილი: გიორგი მარგველაშვილი ფილოსოფოსობს

ბიძინა ივანიშვილი: გიორგი მარგველაშვილი ფილოსოფოსობს

"გიორგი მარგველაშვილი ფილოსოფოსია და ცოტას ფილოსოფოსობს განათლების საკითხებთან დაკავშირებით. მე მას ველაპარაკე და მივეცი შენიშვნა, რომ უფრო გარკვევით მიიტანოს სათქმელი საზოგადოებამდე", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, განათლების სისტემაში გაიზარდა გრანტების რაოდენობა, შესაბამისად, უფრო ბევრ სტუდენტს ექნება საშუალება სახელწმიფო დაფინანსებით ისწავლოს. განათლების დაფინანსება გაუძვირდა სახელმწიფოს და არა სტუდენტს.


ბიძინა ივანიშვილი ასევე შეეხო მანდატურის ინსტიტუტს, რომლის მიმართაც უარყოფითი დამოკიდებულება არსებობდა. "მოხდა მანდატურის ინსტიტუტის "რებრენდინგი", მათ მასწავლებლებზე კონტროლის ნაცვლად, სკოლის დაცვის ფუნქცია მიენიჭათ", _ აღნიშნა ივანიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ დღეს სასტუმრო "რედისონში" ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის რანგში ჟურნალისტებთან პირველი შეხვედრა გამართა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: