რას მოითხოვს "ნაციონალური მოძრაობა" კახა კალაძისგან?

რას მოითხოვს "ნაციონალური მოძრაობა" კახა კალაძისგან?

ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, რომ კახა კალაძემ გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ კითხვებს პარლამენტში უპასუხოს. ოპოზიციონერი დეპუტატები ენერგეტიკის მინისტრს შეხვედრას მომავალი კვირის დასაწყისში სთავაზობენ. მათგან განსხვავებით, გაზპრომთან მოლაპარაკებებში პოლიტიკური კომპრომისის საფრთხეებს მმართველ კოალიციაში ვერ ხედავენ. უმრავლესობის წევრების შეფასებით, ოპოზიცია ამ თემას წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: