ემზარ ჯგერენაია: დენზე ტარიფის დაკლება მხოლოდ სამი თეთრით არის შესაძლებელი

ემზარ ჯგერენაია: დენზე ტარიფის დაკლება მხოლოდ სამი თეთრით არის შესაძლებელი

"ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, როგორც ეკონომისტისთვის, იმის მოსმენა იყო, რომ დაარსდება ახალი საპარტნიორო ფონდი. კერძო ინვესტორის ინიციატივის შემთხვევაში, ბიზნესპროექტის 75%-ს სწორედ საპარტნიორო ფონდი დააფინანსებს", _ განაცხადა "ივერიონთან" საუბრისას ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ.


მისი თქმით, ამ ფონდის საშუალებით შესაძლებელია ბევრი ინვესტორის ჩამოყვანა, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობის დასაქმებას.
"ივერიონის"  კითხვაზე: რამდენად შესაძლებელია ტარიფების განახევრების საკითხს, ექსპერტი პასუხობს: "ტარიფების საკითხი მანამდეც გარკვეული იყო. იმის მოლოდინი, რომ ტარიფები მკვეთრად დაიკლებს, მცდარია, რადგან "ინტერ რაოსთან" გაფორმებული ხელშეკრულება ამის საშუალებას არ იძლევა. თუმცა დენზე ტარიფების დაკლება შესაძლებელია მხოლოდ სამი თეთრით, ესეც მომავალი ინვესტიციების ხარჯზე", _ განმარტავს ექსპერტი.


შეგახსენებთ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" ზოგიერთი წინასაარჩევონო დაპირება ვერ სრულდება, მათ შორის ტარიფების განახევრება.

"ვერ მოვახერხეთ გარკვევა ბოლომდე, თუ როგორ ხდება ელექტროენერგიაზე ფასთწარმოქმნა. ალბათ, მალე გავერკვევით. შესაბამისად, ის განახევრებული ტარიფები, რომელზეც ვსაუბრობდით, ალბათ არ გამოვა. ჩვენი ეს დაპირება ცოტა გადაჭარბებული იყო", - განაცხადა ივანიშვილმა დღეს, "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: