ხვალ გიორგობაა!

ხვალ გიორგობაა!

23 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.


ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა  დილიდან აღევლინება.  23 ნოემბერს (ძვ, სტილით 10 ნოემბერს) წმინდანის ბორბალზე წამების დღე აღინიშნება.


III-IV  საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები და ქრისტიანობისთვის წამებული წმინდა გიორგი კაბადოკიელის კულტი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. წმინდანისადმი საქართველოში ოდითგანვე განსაკუთრებული დამოკიდებულებაა. მისი სახელობის სალოცავები ქვეყნის ყველა კუთხეშია აშენებული და დღესაც შენდება. თბილისში წმინდანის სახელობის ოცამდე ეკლესიაა, რომლებიც გიორგობის დღესასწაულზე მლოცველებს ვერ იტევს.


გიორგობის დღესასწაულს წელიწადში ორჯერ მხოლოდ საქართველოში აღნიშნავენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: