Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (5)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
22-11-2012, 19:48
ნანახია: 2499

გზების მშენებლობა ისევ პრიორიტეტია?!

ექსპერტთა შეფასებით, თბილისი-რუსთავის  არსებული გზის გამტარუნარიანობა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რაც ხშირი ავარიების მიზეზი ხდება. ამიტომ რეგიონალური განვითარების სამინისტორო ამ გზის გაუმჯობესებისა და ახლის მშენებლობის ალტერნატიულ შესაძლებლობებზე მსჯელობს.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრი დავით ნარმანია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე საპროექტო სამსახურებთან ერთად იმ პროექტების შესახებ იმსჯელეს, რომელთა განხორციელებაც მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით უახლოეს მომავალში იგეგმება.

ლაპარაკია თბილისში მარშალ-გელოვანისა და სამტრედიის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე, მცხეთის ხიდზე და თბილისი-რუსთავის  საავტომობილო გზის  მშენებლობაზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სწორედ თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზაზე გამახვილდა. აღინიშნა, რომ აუცილებელია არსებული
გზის მოდერნიზება.