დავითგარეჯის ფოტო Bing-ის მთავარი გვერდის ფონად გამოჩნდა

დავითგარეჯის ფოტო Bing-ის მთავარი გვერდის ფონად გამოჩნდა

დღეს, კორპორაცია Microsoft-ის საძიებო სისტემა Bing-ის მთავარ გვერდზე შესვლისას, ნებისმიერ მომხმარებელს მთელი მსოფლიოდან, ფონად დახვდება დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ფოტო წარწერით — David Gareja Monastery Complex, Kakheti, Georgia.

 

სურათის ავტორია ვიქტორ ბუბნიაკი.

 

Bing-ის მთავარი გვერდის ფონური ფოტო ყოველდღიურად იცვლება და მასზე წარმოდგენილია მსოფლიოს საუკეთესო ფოტოგრაფების საუკეთესო ნამუშევრები. 

 

Microsoft-მა Bing-ი 2009 წელს გაუშვა და იგი დღეისათვის მსოფლიოში მეორე ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა Google-ის შემდეგ. განსაკუთრებული პოპულარობით ის აშშ-ში სარგებლობს. 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: