შეეწირა თუ არა პატიმრებს შორის დაპირისპირებას ბადრაგის სიცოცხლე?!

შეეწირა თუ არა პატიმრებს შორის დაპირისპირებას ბადრაგის სიცოცხლე?!

გუშინ გვიან ღამით, 3 პატიმარს შორის, რომლებიც კლინიკაში სასჯელაღსრულების ერთ-ერთი დაწესებულებიდან არინ გადაყვანილები, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამ ინფორნმაციას  რადიო “აფხაზეთის ხმის” საინფორმაციო სამსახური ავრცელებს.


„პატიმრების გაშველებისას, თვითმხილველთა ცნობით, ბადრაგის ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ფიზიკური სტრესით გამოწვეული გულის შეტევა გახდა. როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდა საავადმყოფოს ნეიროქირურგიული განყოფილების დარბევის მცდელობას. მათ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ექიმებს”, - ამის შესახებ ინფორმაცია  „ფეისბუქის“ საკუთარ გვერზდე „დრონი. გე-ს“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ბერულავამ  გაავრცელა. მისივე თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროში კომენტარი არ გაუკეთებიათ.


“ივერიონმა” ინფორმაცია სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესცენტრში გადაამოწმა. პრესსცენტრის ხელმძღვანელმა რეზი ხოფერიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ წუხელ მართლაც იყო დაპირისპირება პატიმრებს შორის, თუმცა  ბადრაგის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ამის მიუხედავად, ხოფერია დაგვპირდა, რომ დაინტერესდება ამ საკითხით და მომხდარის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: