ვენეციის კომისია საქართველოში ვიზიტს გეგმავს

ვენეციის კომისია საქართველოში ვიზიტს გეგმავს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი ოფიციალურ ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან.


ვიზიტის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან, სადაც ქვეყნის წინაშე არსებულ სამართლებრივ გამოწვევებზე, დაგეგმილ რეფორმებზე და და საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრეს.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო სისხლის სამართლის პოლიტიკას, პროკურატურის როლს და საარჩევნო რეფორმას.


ქართული ხმარის განცადებით, შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული იყო. მახარეები აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.


ხიდაშელის თქმით, მნიშვნელოვანია ვენეციის კომისია სრულად იყოს ჩართული პროცესებსი და საქართველომ მიიღოს სრული თანამშრომლობის პირობა.


თედო ჯაფარიძემ და თინა ხიდაშელმა შეხვედრები გამართეს ადამიანის უფლებათა დამცველ კომისიასთან, სადაც ქართულ ციხეებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ადამიანის უფლებათა კომისარი დაინტერესდა ისეთი თემებით, როგორიცაა უმცირესობების პრობლემები საქართველოში, დაგეგმილი ამნისტია და პოლიტიკური პატიმრების საკითხები.


დაიგეგმა ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისა და ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი საქართველოში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: