გუდამაყრულ მელექსეთა საღამო თბილისში

გუდამაყრულ მელექსეთა საღამო თბილისში

ხვალ სამების ახალგაზრდულ ცენტრში გუდამაყრელთა პოეზიის საღამო გაიმართება.

საღამოზე გოდერძი ჩოხელის ლექსებს წაიკითხავენ. საკუთარ ლექსებს წაიკითხავენ: ტარიელ ხარხელაური, მარიამ წიკლაური, თავმასი ჩოხელი, ასევე გუდამაყრისა და ფასანაურის სკოლის მოსწავლეები და მოწვეული მსახიობები.

საღამოზე მსმენელი პირველად გაეცნობა გუდამაყრელ მელექსეთა გამოუქვეყნებელ ხალხურ პოეზიას.  საღამოს მუსიკალურად  ფოლკლორული ანსამბლები გააფორმებენ.

საღამო 16 საათზე დაიწყება

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: