„ბორჯღალოსნები“ ფიჯის ეროვნულ გუნდს მიხეილ მესხზე“ დახვდებიან

„ბორჯღალოსნები“ ფიჯის ეროვნულ გუნდს მიხეილ მესხზე“ დახვდებიან

24 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2012 წლის ბოლო მატჩს გამართავს. „ბორჟღალოსნები“ „მიხეილ მესხზე" ფიჯის ეროვნულ გუნდს დაუხვდება. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.


"ბორჯღალოსნებისთვის" ეს თამაში უმნიშვნელოვანესია. მილტონ ჰეიგის გუნდს ბოლო სამი ტესტ-მატჩი წაგებული აქვს - ზაფხულში სტუმრად აშშ-სა და კანადასთან, ხოლო ერთი კვირის წინ შინ იაპონიასთან. 17 ნოემბერს ქართველები 22:25 დამარცხდნენ იაპონიასთან და ფიჯისთან ტესტი აუცილებელია რეაბილიტირებისთვის.


სარაგბო სამყაროში ფიჯის უნიკალური გუნდის რეპუტაცია აქვს. მცირე კუნძულოვანი ქვეყნის ნაკრები სანახაობრივი თამაშის მოყვარულია და განსაკუთრებით ძლიერია უკანა ხაზით შეტევისას, მაგრამ მსოფლიო დონის მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი ვერ ახერხებს უძლიერეს ნაკრებთა შორის თავის დამკვიდრებას არაპრაგმატული მიდგომის და თამაშის არცთუ კარგი ორგანიზების გამო.


რეიტინგში რეგრესი აქვს საქართველოს ნაკრებსაც, რომელიც ბოლო სამი თამაშის წაგების შემდეგ სამი პოზიციით დაქვეითდა და ახლა 17-ე ადგილზა. თუ "ბორჯღალოსნები" ფიჯის ძლევას მოახერხებენ, აშშ-ს გადაასწრებენ და მე-16 ადგილზე დაბრუნდებიან, სადაც იაპონიასთან მატჩამდე იყვნენ.


მილტონ ჰეიგის გუნდისთვის ფიჯისთან შეხვედრა დიდი გამოცდა იქნება. ევროპულ ტურნეზე მყოფი ფიჯი წინა დღეებში ზედიზედ სამჯერ დამარცხდა, მაგრამ ამ  წაგებულ თამაშებშიც გამოჩნდა, რომ ეს გუნდი განსაკუთრებით სახიფათოა თამაშის პირველ მეოთხედში.


ამ თამაშში ქართველების უპირატესობა იქნება ძლიერი შერკინება, რაც მათ არცთუ კარგად გამოიყენეს მწყობრად და თავდადებით მოთამაშე იაპონელებთან შეხვედრისას. აუცილებელია, რომ საქართველომ დისციპლინირებულად ითამაშოს დაცვაში, ამასთან შეტევაში მეტი ფანტაზია გამოავლინოს, ვიდრე იაპონიასთან.


რაც შეეხება შემადგენლობას, მილტონ ჰეიგმა სასტარტო 15-ეულში იაპონიასთან თამაშის შემდეგ სამი კაცი შეცვალა - პირველ ხაზში დავით ზირაქაშვილის ნაცვლად დავით ქუბრიაშვილი დააყენა, ხოლო შალვა მამუკაშვილი ირაკლი ნატრიაშვილით ჩაანაცვლა. სასტართოში იქნება 21 წლის გოლიათი კოტე მქაუტაძე, ვინც მეორე ხაზში გიორგი ნემსაძის ადგილი დაიკავა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: