Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (11)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
23-05-2016, 17:40
ნანახია: 1094

ფარცხნალი „შემოქმედებითი წვის“ მოლოდინშია!

უკვე მეათე წელია ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის თაოსნობით ლიტერატურული კონკურსი "ოდეონი" ტარდება.

 

ტრადიციად დამკვიდრდა ხარაგაულში პლენერის ჩატარებაც - ეტყობა, შარშანდელმა ღონისძიებამ დიდი მუხტი შესძინა ფუნჯისა და საჭრეთლის ოსტატებს, რისი დასტურიც წლევანდელ პლენერში მონაწილე მხატვრების წარმომადგენლობაა.

 

ნიშანდობლივია, რომ წელს (28-29 მაისი) ეს შესანიშნავი პროექტი მსოფლიოში გამორჩეულ სოფელში - ფარცხნალში ტარდება.

 

"ივერიონი", როგორც ლიტერატურული კონკურს "ოდეონის" და პლენერის საინფორმაციო მხარდამჭერი, გთავაზობთ ინფორმაციას კონკურსისა და პლენერის მონაწილეებზე.

 

როგორც პროექტის ავტორმა და ორგანიზატორმა, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის თეატრის დირექტორმა და რეჟისორმა ქალბატონმა იზა ვეფხაძემ გვაცნობა: 

 

წელს, პლენერში - "გამა" ძალიან ბევრი ღირსეული და ცნობილი მხატვარი მონაწილეობს, მათ შორის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატები, საქართველოს მხატვართა გაერთიანების თავმჯდომარე, ქალაქ რუსთავისა და აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარეები, ასევე ცნობილი ფერმწერები.

 

სასიხარულოა, რომ დღეს კიდევ ერთი მხატვარი დაემატა ამ შემადგენლობას - ნუგზარ მგალობლიშვილი, რომელიც, გარდა იმისა, რომ აფხაზეთის მხატვართა კავშირს წარმოადგენს, ასევე არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატიც. 

 

პლენერში ასევე მონაწილეობს აზერბაიჯანელი მხატვარიც. დაგვეთანხმებით, ასეთი შემადგენლობა ნებისმიერ პლენერს დაამშვენებს და მსოფლიოს ნებისმიერ დიდ ქალაქშიც კი .... 

 

თუმცა, ფარცხნალი თავისი განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე, ამას ნამდვილად იმსახურებს (თუ რატომ, ამის შესახებ არა ერთხელ ვწერდით, ეს ხომ მსოფლიოში უნიკალური სოფელია)... 

 

გვინდა მკითხველს გავაცნოთ პლენერ "გამა"-ში მონაწილე მხატვრები: 

 

1. ილია პატაშური 

2. დავით ფიცხელაური 

3. ალექსანდრე ციხელაშვილი 

4. ნოდარ ბადურაშვილი 

5. ირაკლი ტოკლიკაშვილი 

6. ირაკლი გაბეცაძე 

7. ალი ალიევი 

8. შოთა ურგებაშვილი 

9. გურამ ცერცვაძე 

10. ამირან კუპრავა 

11. შალვა გერაძე 

12. ალექსანდრე ხუბუა 

13. ალექსანდრე თოდუა 

14.მალხაზ მარღიშვილი 

15. ნიკო ედიბერიძე 

16. ანდრია ნაცვლიშვილი 

17. ჯემალ გოგიშვილი 

18. თემურ თადუმაძე 

19. თემურ ჟორჟოლიანი 

20. ქეთი ხარატიშვილი 

21. დავით სულაქველიძე 

22. ნუგზარ ლაცაბიძე 

23. ჟუჟუნა კალანდაძე 

24. გიორგი ქუთათელაძე 

25. მაკა ლდოკონენი 

26. ოლეგ იგოგოლაძე 

27. მოქანდაკე ალექსანდრე (სანდრო) ფოფხაძე 

28. გურამ მღებრიშვილი 

29. ნუგზარ მგალობლიშვილი

 

რაც შეეხება მწერლებს, მათი სიაც საკმაოდ წარმომადგენლობითია: 

 

1) ინგა გოგიბერიძე 

2) ლაშა ბიბიჩაძე 

3) ციცინო ბაბუციძე 

4) ციური მესხიშვილი 

5) დავით ჭელიძე 

6) ეკა ქურხული 

7) იზოლდა ოკრიბელაშვილი 

8) ლევან ლორია 

9) ნინო მიქიაშვილი 

10) გივი ჩიღვინაძე 

11) ედუარდ უგულავა 

12) ზეინაბ ბუაჩიძე 

13) ირმა მალაციძე 

14) შოთა გოლუბიანი 

15) მაია მიქაია 

16) მაყვალა დავლაძე 

17) ნინო მოდრეკილაძე 

18) ჯამბულ გამცემლიძე 

19) ლიკა ჭელიძე 

20) ფრიდონ მაღრაძე 

21) ბადრი სულაძე 

22) მამუკა ჭიპაშვილი 

23) დავით ჯიმშიაშვილი 

24) ნათია როსტიაშვილი 

25) დავით არახამია 

26) გიორგი ხორბალაძე 

27) ჯაბა გორგილაძე

 

 

"ივერიონი" "ზურგის ქარს" და წარმატებებს უსურვებს ლიტერატურულ კონკურს "ოდეონისა" და პლენერის მონაწილეებს!