დღეს ლორიკ მარშანიას 80 წლის იუბილეა

დღეს ლორიკ მარშანიას 80 წლის იუბილეა

ლორიკ მარშანიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ღონისძიებები გაიმართება.

 

 ლორიკ მარშანიას საცხოვრებელ სახლთან მემორიალური დაფა საზეიმოდ გაიხსნება, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე, რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ლორიკ მარშანიას შვილი, ადა მარშანია დაესწრებიან.

 

დღესვე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ "მუზაში" ლორიკ მარშანიასადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართება, რომელსაც ინტელიგენციის წარმომადგენლები დაესწრებიან. მასში მონაწილეობას მიიღებენ ხელოვნების სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები.

 

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ლორიკ მარშანია დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. ეთნიკურად აფხაზს არაერთგზის  მიუღია მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში, სადაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ინტერესებს იცავდა. ლორიკ მარშანია 2010 წლის 13 აგვისტოს ტრაგიკულად დაიღუპა. ლორიკ მარშანია გიორგი შერვაშიძის პრემიის პირველი ლაურეატია, მას ასევე მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარსიხის ორდენი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: