ზაზიაშვილის ქუჩაზე მოკლული უცნობი მამაკაცის ვინაობა დადგენილია

ზაზიაშვილის ქუჩაზე მოკლული უცნობი მამაკაცის ვინაობა დადგენილია

გუშინ, გვიან ღამით, ზაზიაშვილის ქუჩაზე მანქანაში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა დადგენილია. გარდაცვლილი 43 წლის ავთანდილ ადუაშვილია.

 

გარდაცვლილის ახლობლებლის განცხადებით, ადუაშვილი სხვადასხვა სახის ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. მათთვის უცნობია, რა შეიძლება გამხდარიყო მისი მოკვლის მიზეზი.

მკვლელობის მიზეზთან დაკავშირებით კომენტარს ვერც ადგილზე მისული სამართალდამცავები და კრიმინალისტები აკეთებენ.

 

შეგანხსენებთ, რომ თეთრი ფერის ემ-ელის მარკის მერსედერსში, უკანა სავარძელზე იპოვეს გარდაცვლილი მამაკაცი, რომელსაც სამი ტყია ჰქონდა მოხვედრილი. 

 

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ზაზიაშვილის ქუჩაზე არ მომხდარა და გარდაცვლილი სხვა ადგილიდან მიიყვანეს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: