რას აპირებთ, მეგრელებო?!ანუ, არჩევანი ღირსებასა და პოლიტიკურ თვითმკვლელობას შორის!

რას აპირებთ, მეგრელებო?!ანუ, არჩევანი ღირსებასა და პოლიტიკურ თვითმკვლელობას შორის!

   ზაურ ნაჭყებია

 

  გუშინ სოციალურ ქსელში ცნობილი რეჟისორის რობერტ სტურუას ფრიად დამაფიქრებელი სტატუსი დაიბეჭდა.რეჟისორის განცხადებამ იმითაც დამაინტერესა, რომ იგი ჩემს უსაყვარლეს კუთხეს-სამეგრელოს ეხება!

  ვიტყვი გულწრფელად:მიუხედავად იმისა, რომ სტურუას, როგორც მაღალპროფესიონალ რეჟისორს დიდ პატივს ვცემ, , ხშირად მის კედელზე გამოქვეყნებულ სტატუსებს, რომელიც უზნეო მეტაფორებითაა(მისთვის ჩვეულ ბილწსიტყვაობას ვგულისხმობ) დატვირთული, არ ვიზიარებ(როცა ამ ასაკის კაცი ასეთი ტერმინოლოგიით ესაუბრება მკითხველს, ჩემთვის მიუღებელია, რაც არ უნდა სიმართლეს ღაღადებდეს იგი!)...

  არ ვიზიარებ და სათანადო კომენტარებსავ ვუტოვებ.როგორც ჩანს, ამჯერად ბატონმა რობერტმა უღალატა მისთვის"„ჩვეულ" ტრადიციას და ალეგორიულად(თანაც ეთიკის დაცვით) მიგვანიშნა იმ საშიშროებაზე, რომელიც შესაძლოა სამეგრელოდან იღებდეს სათავეს და სრულიად საქართველოს გადაწვდეს!

   რეჟისორის თქმით, სამეგრელოში შეიძლება დეპუტატად აირჩიონ „ადამიანი, ის ბოროტი, ის თვალთმაქცი არსება...ვის გამოც თვით სამეგრელოს უდიდესი განსაცდელი დაატყდა თავს 9 წელი..."

   შემდგომი სტრიქონების წაკითხვისას ირკვევა, რომ საუბარია „ჯაშუშების სკოლაში" ნასწავლი მეგრულის და „დიდავოი ნანას" ავტორზე, რომელმაც თურმე თავის დროზე მეგრელებს „გული აუჩუყა!" ანუ, კოლმეურნეობის თავმჯდომარისა არ იყოს, სანდრა რულოვსზე...

ის, რომ „ნაცმოძრაობა"სანდრას ზუგდიდში მაჟორიტარად წარდგენას აპირებს, საზოგადოებისთვის ადრეც იყო ცნობილი.სხვათაშორის ,ეს რომ ასეა, ამ ათიოდე დღის წინ სამეგრელოში სტუმრობისას თვით საქმეში ჩახედულმა ზუგდიდელენმაც დაადასტურეს და ისიც დააყოლეს, რომ ყოფილი პირველი ლედი სერიოზულ კონკურენციას გაუწევს „ქართული ოცნების"კანდიდატსო!

  მართალია, ამ სიტყვებით გაოცებული დავრჩი, მაგრამ, ჩემი გაოცება ხანმოკლე აღმოჩნდა-ისინი მარწმუნებდნენ, რომ სამეგრელოში ხელისუფლებას დღესაც უჭირს და არ არის გამორიცხული, ფიასკო განიცადოსო!

  შეიძლება ,ეს შეფასება ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ,სამეგრელოს რამდენიმე რაიონის მოსახლეობასთან პირადი შეხვედრები მარწმუნებს, რომ ,ეტყობა, დღევანდელმა ხელისუფლებამ მეგრელების გული ვერ მოიგო!

  თუმცა, ეს არ აძლევს უფლებას ჩემს ოდაბადეს და მის მრავალ ჭირგადანახად მეგრელებს, ისტორიის ჩარხი უკუღმა დაატრიალონ და სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღონ-მხარი „ქართული ოცნების"ჯინაზე „ნაცმოძრაობის" ხროვას და მის მიერ დასახელებულ კანდიდატებს დაუჭირონ.მითუმეტეს, მხარი დაუჭირონ სანდრა რულოვსს, რომლის ანტიქართულ საქმიანობაზე(მე არაფერს ვამტკიცებ, საჯაროდ გავრცელებულ აზრს მოგახსენებთ)ლეგენდები დადის საქართველოში.!..

  თუ მიუხედავად ყველაფრისა, „ნაცმოძრაობამ" და მისმა ფავორიტებმა სამეგრელოს მოსახლეობის მხარდაჭერა მიიღეს, ეს იქნება - არც მეტი, არც ნაკლები, კუთხის პოლიტიკური თვითლიკვიდაციის ტოლფასი სამარცხვინო ლაქა, რომელსაც ვერასდროს ვერ მოვიწმინდავთ!

  ამ ორიოდე წლის წინ, როცა ანაკლიაში კაზანტიპის ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო, ადგილობრივი მოსახლეობის გულუბრყვილობით(რადგან ხარჯები ჰქონდათ უკვე გაწეული, ფესტივალს ვერ ჩაშლიდნენ, ხარჯი რომ აენაზღაურებინათ)შეწუხებული ვწერდი,:რომ მრცხვენოდა ჩემი მეგრელობის.(„ვა-ვა ანაკლია, ანუ , რატომ მრცხვენია ჩემი მეგრელობის"! „ივერიონი"2014 წელი).

  ამ მკვახე სათაურმა ძალიან გააღიზიანა სამეგრელოს მოსახლეობა, თუმცა, მომდევნო სტატიაში დამაჯერებლად ავხსენი, თუ რას ვგულისხმობდი ამ სიტყვებში და დავზავდით კიდეც!

   ახლა კი, უფრო საშიშ მოსალოდნელობასთან გვაქვს საქმე.

   კიდევ ვიმეორებ:თუ „ნაცებმა"„ქართული ოცნების"მიმართ ხალხში არსებული განწყობა გამოიყენეს და სამეგრელოს ამომრჩეველი ისევ გაბითურებული აღმოჩნდა, მაშინ, მართლაც შემრცხვება ჩემი მეგრელობის.მეტიც, არა მარტო ჩემი, არამედ, კუთხის ღირსების საქმეც სასწორზე დაიდება!!!

   დარწმუნებული ვარ, სამეგრელო ამას არ იზამს და როგორც იტყვიან, დინების საწინააღმდეგოდ არ წავა!!!

   რაც შეეხება ზოგადად არჩევნებს და უკვე მაჟორიტარულ ოლქებში დასახელებულ კანდიდატებს, ასეთი ვაკხანალია მანამ გაგრძელდება, სანამ არსებული საარჩევნო სისტემა და შესაბამისად , საარჩევნო გარემო ძირფესვიანად არ შეიცვლება, სანამ, საზოგადოებაში არ გაჩნდება ჭეშმარიტად ქართული ძალა , რომელსაც მტკიცე სურვილი ექნება იქცეს ხელისუფლების და დღევანდელი ანტიქართული სულისკვეთების ოპოზიციის (რომლებიც ტყუპისცალივით ჰგვანან ერთმანეთს)ასევე ჭეშმარიტ ალტერნატივად.სხვანაირად , მუშტების ქნევა წყლის ნაყვაა და მეტი არაფერი!!!

   p.s.რისი გეშინიათ ვაჟკაცებო? სვამს რიტორიკულ კითხვას თავის ფეისბუქსტატუსში რობერტ სტურუა.მე ამ კითხვას ასე შევაბრუნებდი:რას აპირებთ, მეგრელებო?!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: