"ჰამასს" ისრაელზე გამარჯვება მიულოცეს

"ჰამასს" ისრაელზე გამარჯვება მიულოცეს

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადიმ "ჰამასის" ლიდერს ისმაილ ჰანიას დაურეკა და მას ისრაელზე გამარჯვება მიულოცა. 

 

"მაანის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აჰმადინეჯადმა ცეცხლის შეწყვეტას "მსოფლიოს ყველა მუსლიმანის გამარჯვება" უწოდა. აჰმადინეჯადმა ჰანიას მიუსამძიმრა თანამოქალაქეთა დაღუპვის გამო. იგი მომავალში დახმარებას დაჰპირდა "ჰამასის" ლიდერს. ჰანიას ასევე გამარჯვება მიულოცა შიიტური ტერორისტული ორგანიზაცია "ჰეზბოლლას" გენერალურმა მდივანმა ჰასან ნასრალიმ. სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა კი ცეცხლის შეწყვეტას "ისრაელის აგრესიაზე პალესტინური წინააღმდეგობის უდიდესი გამარჯვება" უწოდა.

 

"ჰამასს" ცეცხლის შეწყვეტა ასევე მიულოცა პალესტინის ადმინისტრაციის თავმჯდომარემ მუჰამედ აბასმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: