დავით მურაჩაშვილის ხელოვნებასა და შემოქმედებას არა მხოლოდ საქართველში, არამედ უცხოეთშიც კარგად იცნობენ. ნათქვამია, ხელოვნება სულს მტვრისგან ათავისუფლებსო, ნახატებს კი მხატვრისგან ყოველთვის მიაქვთ ემოცია და შთაგონება, რათა შემდეგ დამთვალიერებლის მგრძნობიარე თვალი დაატკბონო. სწორედ ეს ითქმის დავითის ხასიათსა და შემოქმედებაზე.
დავით მურაჩაშვილის გზა, ფუნჯის ხელში პირველი აღებიდან დღემდე, გაწონასწორებული, თავდაჯერებული, ჰარმონიასთან თანაზიარი დ წარმატებისკენ გააზრებულად მიმავალი გზაა. ჩვენს დროში ბევრი ხატავს, დავითს კი, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ის გამოარჩევს, რომ თითოეული ნახატი მელოდიის თანხლებით იქმნება, რაც შინაარსს აცოცხლებს და თვითმყოფადს ხდის.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დავითი რეკორდულ დროში ხატავს, ანუ, მისი ნახატები დროის მოკლე მონაკვეთში იხატება – დაახლოებით, ორ წელიწადში 600-მდე ნახატი შექმნა. არაერთ საგაზეთო ინტერვიუსა და სატელევიზიო ეთერში უთქვამს, რომ ფუნჯი თავისით დარბის ტილოზე – იკვეთება კონტურები, ფიგურები, სილუეტები, რომლებიც ფერებით ივსება.
დავითის ხელწერა ადვილად გამოიცნობა წყლისა და სინათლის ეფექტის დახატვის პროცესში. ორივე იმდენად ახლოსაა ნამდვილთან, გაოცებას იწვევს.
პანდემიის მიუხედავად, მხატვარი შეკვეთის სიმცირეს არ უჩივის. პირიქით, ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხელოვანია, რომლის ნახატები საქართველოში და საზღვარგარეთ ელვისსისწრაფით იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ ნახატები იაფი არ ღირს, მას არასდროს არ გაუბრუნებია გულდაწყვეტილი მყიდველი და ძვირადღირებული ნახატი იაფადაც კი გაუტანებია.
ერთადერთი რამ, რაზედაც დავითი გულისტკივილით საუბრობს ისაა, რომ მისი ნახატები საზღვარგარეთ უფრო იყიდება. მას კი სურს ისინი საქართველოში რჩებოდეს.
დავით მურაჩაშვილი დიდი ხანია არჩევანის წინაშეც დგას, თუ სად გააგრელებს მუშაობას – მას საქმიანი მოლაპარაკების ფარგლებში კონტრაქტს სთავაზობენ დუბაიში, საფრანგეთში, იტალიასა და ამერიკაში. თუ რას გადაწყვეტს ცნობილი მხატვარი, ამას საზოგადოება აუცილებლად გაიგებს.
ყველა, ვინც დავითის ყოველდღიურ საქმიანობას თვალს ადევნებს, მის გამოფენას ელოდება. „სამყარო ხელისგულზე“ – ეს ორიგინალური სახელი მეტაფორულად ზუსტად შეეფერება მის უზარმაზარ თვალსაწიერს მხატვრობაში.