აღიარებული მეცნიერი და სასიქადულო ქალბატონი

აღიარებული მეცნიერი და სასიქადულო ქალბატონი

15 აპრილს, 100 წელი უსრულდება მსოფლიოში ცნობილ მეცნიერ-ოფთალმოლოგს, აკადემიკოს ზარიფა ალიევას

 

ქალბატონმა ზარიფამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა აზერბაიჯანში ოფთალმოლოგიის მეცნიერების განვითარებაში; თვალის დაავადებების შესწავლის, ტრაქომის დაავადების გაჩენის, პრევენციისა და მკურნალობის სფეროში მის მიერ ჩატარებული კვლევები დღესაც ინარჩუნებს თავის სამეცნიერო და პრაქტიკულ მნიშვნელობას.  მისი თანაავტორობით დაწერილი ისეთი იშვიათი სამეცნიერო ნაშრომები, როგორიცაა: "თერაპიული ოფთალმოლოგია", "ირიდოდიაგნოსტიკის საფუძვლები", მისივე 12 მონოგრაფია, სახელმძღვანელო და სასწავლო დამხმარე საშუალება, 150-მდე სამეცნიერო ნაშრომი, გამოგონება და ფუნდამენტური წინადადებები სამედიცინო მეცნიერების მიღწევად ითვლება.

 

აკადემიკოსმა ზარიფა ალიევამ დააარსა და ბაქოში ხელმძღვანელობდა მხედველობის ორგანოს პროფესიული პათოლოგიის კვლევის სპეციალიზებულ კვლევით ლაბორატორიას, რომელიც გახლდათ პირველი სამეცნიერო ცენტრი ყოფილ სსრკ-ში და  ფართო პოპულარობაც მოიპოვა.

 

მან დიდი ჯაფა გასწია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მომზადებაში. იყო ოფთალმოლოგთა გაერთიანების საზოგადოების პრეზიდიუმის, საბჭოთა მშვიდობის დაცვის კომიტეტის, აზერბაიჯანის ოფთალმოლოგიური საზოგადოების დირექტორთა საბჭოს წევრი და ჟურნალ „ვესტნიკ ოფთალმოლოგის“ (მოსკოვი) სარედაქციო კოლეგიის წევრი. მაღალი სამეცნიერო მიღწევებისთვის 1980 წელს მიენიჭა აზერბაიჯანის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება; 

 

ქალბატონი ზარიფა პირველი ქალია, რომელმაც 1981 წელს დაიმსახურა სსრკ სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის მ.ი. ავერბახის პრემია.

 

ქალბატონი ზარიფა დიდი მეცნიერი, ნამდვილი აზერბაიჯანელი ქალი და სამეცნიერო საქმეთა უზადო ორგანიზატორიც გახლდათ. ამ დიდმა პიროვნებამ სამუდამოდ ჩაწერა თავისი სახელი აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიაში, როგორც უნიკალური და უაღრესად საპატიო სტატუსის მქონე ადამიანმა. მან მოიპოვა დიდი საზოგადოებრივი სიყვარული, როგორც აზერბაიჯანის დამოუკიდებელი სახელმწიფოს არქიტექტორის, ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ერთგულმა მეუღლემ, უახლოესმა თანამებრძოლმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დედამ.

 

ქალბატონი ზარიფას ძვირფასი ხსოვნა ყოველთვის იქნება ჩვენი ხალხის გულებში და მარად პატივისცემითა და სიყვარულით მოიხსენიება.

 

(მასალა მოგვაწოდა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა)

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: