უცხოელ მომღერლებს აღარ ჩამოიყვანენ!

უცხოელ მომღერლებს აღარ ჩამოიყვანენ!

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო არ მიიღებს მითითებს არც პრემიერისგან, არც პრეზიდენტისგან. სამინისტრო იმოქმედებს თავისი სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, წარმოადგენს საქართველოს მთავარ სტრატეგიას.


აცხადებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში.


მარგიშვილი აქვე სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელების დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი ზრუნავდნენ  ქართული კულტურის განვითარებაზე, თუმცა არცთუ ისე ეფექტურად. სამინისტრო გამოდიოდა არა კულტურის პოლიტიკის, არამედ გარკვეული დავალებების გამტარებლად.


კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენასა და მათ დახმარებას ასახელებს.


"შევარჩევთ ბავშვებს და ახალგაზრდებს ხელმოკლე ოჯახებიდან, რომლებსაც არ აქვთ დამოუკიდებლად განვითარების მატერიალური შესაძლებლობა. სამინისტრო დააფინანსებს მათი ნიჭის განვითარებას. კულტურის სამინისტრო უნდა ეხმარებოდეს მხოლოდ იმ მიმართულებებს, რომლებიც ახდენენ ქართული კულტურის ექსპორტს და არა პირქით. ამიტომ წინა ხელისუფლების დროს დაწყებული, უცხოელი მომღერლების ხშირ ჩამოყვანას აღარ გავაგრძელებთ", _ აცხადებს ალექსანდრე მარგიშვილი სამინისტროს სამომავლო პოლიტიკურ სტრატეგიაზე საუბრისას. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: