ჯონდი ბაღათურია: "ნაციონალები" ამ რიტორიკით დიდხანს ვერ გააგრძელებენ

ჯონდი ბაღათურია: "ნაციონალები" ამ რიტორიკით დიდხანს ვერ გააგრძელებენ

გაზის, წყლის და ელექტროენერგიის ტარიფების შემცირება შესაძლებელია. ამის შესახებ "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. 

 

"ესენი ხელოვნურად იწვევენ ჭიქაში ქარიშხალს. მაგალითად, გაზი, რომელსაც ყიდულობენ 460 დოლარად, შესაძლებელია 260 დოლარად შესყიდვა. ასევე ჩვენ გვაქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას გავათავისუფლებთ საბანკო დავალიანებებისგან. საბანკო სექტორისთვის კი, ეს იქნება დამატებითი დახმარება, რომლის მიხედვითაც მათ საქართველოში გამოუსყიდავი კრედიტების პორტირების საშუალება მიეცემათ", _ აცხადებს ბაღათურია. 

 

რაც შეეხება ამნისტიის პროექტის ინიციატივას, მისი თქმით, შიშს არ უნდა იწვევდეს. როგორც ქართული დასის ლიდერი აცხადებს, 2009 წელს თავადვე იყო მსგავსი კანონპროექტის ინიციატორი, რომლის მიხედვითაც, 3000-ზე მეტი პატიმარი გაანთავისუფლეს, მათგან მხოლოდ 7-მა პატიმარმა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული. 

 

"შესაძლებელია ამინისტიის კანონპროექტის უფრო დახვეწა. 260-ე მუხლის სამივე ნაწილით ბევრ ადამიანს, რომელთაც სასჯელი ვერ დაუმტკიცეს, ნარკოტიკებს უდებდნენ და ჩადიოდნენ ბევრ არაკანონიერ ქმედებას. ევროპაში ნარკომანები მიჩნეულია ავადმყოფებად და მათ მიმართ უმკაცრესი აღმკვეთი ღონისძიება არ ფიქსირდება, თუ მათ კიდევ სხვა დანაშაული არ ჩაიდინეს", _ განმარტავს ჯონდი ბაღათურია.

 

მისი თქმით, "ქართულ დასს" გააჩნია მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცენ  როგორც ადიშვილი, მერაბიშვილი, უგულავა, ასევე დავით საყვარელიძეც. კონკრეტულად ადიშვილის ბრალეულობა ბიზნესმენებისთვის ფულის გამოძალვაში მდგომარეობს.

 

რაც შეეხება არჩევნების განმეორებით ჩატარების შესაძლებლობას. ბაღათურიას თქმით, "ნაციონალები" ამ ეტაპზე ბარიერსაც კი ვერ გადალახავენ. "უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე როგორც დამკვეთი, ისე შემსრულებელი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე)", _ ამბობს ბაღათურია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: