ქეთრინ ეშტონმა საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა

ქეთრინ ეშტონმა საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ქეთრინ ეშტონმა საქართველოს მონაწილეობაზე საერთაშორისო მისიებში, ასევე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა.


"მისასალმებელია, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულების ერთგულია. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ მალე დავასრულებთ. ხაზი გავუსვი ევროკავშირის ვალდებულებას, რომ, რაც შეიძლება ხელი შეუწყოს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას. განსაკუთრებით აღვნიშნავ საქართველოს როლს საერთაშორისო მისიებში და მოვუწოდებ საქართველოს, დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ჩარჩო-ხელშეკრულებების მართვის ოპერაციებში. პრეზიდენტთან და პრემირ-მინისტრათან შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მივესალმები საქართველოს შეთავაზებას, უმასპინძლოს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო არაოფიციალურ შეხვედრა-დიალოგს", _ განაცხადა ქეთრინ ეშტონმა საქართველოში ვიზიტის დასრულებისას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: