რა ხდება "გუდაურის განვითარების ფონდში"?

რა ხდება "გუდაურის განვითარების ფონდში"?

თბილისის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციების – "ქრისტიან-დემოკრატების", "ქართული ოცნება – თბილისის" და "თავისუფლების" გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომლებზეც მიწვეულები იყვნენ "გუდაურის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელები და ფონდის კონტრაქტორი ფირმის ხელმძღვანელები.


ზაზა გაბუნიას განცხადებით, საქმე ეხება "გუდაურის განვითარების ფონდსა" და "ჯორჯიან განს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით დაბა გუდაურში 2012 წლის 31 ივლისს უნდა დამთავრებულიყო სასტუმროს მშენებლობა.  მშენებლობის საერთო ბიუჯეტი 6,053,528 იყო.


"დღევანდელ სხდომაზე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის მხრიდან სკანდალური ინფორმაცია მოვისმინეთ, რომ იუსტიციის სამინისტრო სამშენებლო კომპანიაზე ზეწოლას ახორციელებდა და მშენებლობა დარღვევებით მიმდინარეობდა. სხდომაზე მივიღეთ ბევრი ფასეული ინფორმაცია და ოპოზიციური ფრაქციები გადავწყვეტთ, თუ რა სახის მსვლელობას მივცემთ, ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო პროცესს", _ განაცხადა გაბუნიამ.


გაბუნიას ინფორმაციით, კომპანია "ჯორჯიან განსი" დღესდღეობით "ჯორჯიან ჯენესის" სახელით ფუნქციონირებს და ახალი დირექტორის მართვის ქვეშ აგრძელებს საქმიანობას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: