შამათავა მიმალვაშია, საბრძოლო მასალა ამოღებულია

შამათავა მიმალვაშია, საბრძოლო მასალა ამოღებულია

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ ამოღებულია  დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა.   

წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს განყოფილების ყოფილმა უფროსმა რომა შამათავამ  სხვა და სხვა დასახელების   საბრძოლო მასალა შესანახად მის  მოადგილეს სამსახურში  მიუტანა და მიუთითა, რომ სარდაფში  შეენახა.

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით და  სამართალდამცველების მიერ ოპერატიული ღონისძიებების გატარების შედეგად  ზუგდიდში მდებარე შსს კუდ-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს  შენობიდან ამოღებულია  4  ავტომატური ცეცხლასროლი იარაღი, 1 პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და 900 ცალი ტყვიის ვაზნა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღებიდან რეგისტრირებული არც-ერთი არ არის.

რომა შამათავა ამ დროისათვის მიმალვაში იმყოფება. საქმეს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლით იძიებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: