გოგლა ჟვანია: ზურას გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას ახალი მტკიცებულებები აქვს

გოგლა ჟვანია: ზურას გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას ახალი მტკიცებულებები აქვს

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამოძიება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, დღეს დილით პროკურატურაში გარდაცლილი პრემირ-მინისტრის ძმა გიორგი ჟვანია იყო დაბარებული.


"ეს არ იყო დაკითხვა, მოხდა ინფორმაციის გაცვლა ჩემსა და პროკურატურას შორის. გამოძიებას აქვს ახალი მტკიცებულებები. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, როცა საჭირო იქნება პროკურატურა მაშინ გაასაჯაროებს არსებულ მასალებს", _ განაცხადა გიორგი ჟვანიამ "ივერიონთან" საუბრისას.


შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას ოჯახი მიიჩნევს, რომ პრემირ-მინისტრი მოკლულია. გიორგი ჟვანიამ რამდენიმე დღის წინ ძმის სიკვდილში ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და გიორგი ბარამიძე დაადანაშაულა.


მთვარი პროკურორი აცხადებდა, რომ მუშაობას ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გამოძიებით დაიწყებდა და ეს იქნებოდა ახალი ხელისუფლების ღირსების საქმე.


"2005 წლიდან ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გამოძიებას მიცემული აქვს რეალური სახე, საქმე იყო აღძრული, მაგრამ მხოლოდ ახლა დაიწყო რეალური გამოძიება", _ განაცხადა ჩვენთან საუბარში გიორგი ჟვანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: