ევროკავშირი ისევ გვეხმარება!

ევროკავშირი ისევ გვეხმარება!

ევროკავშირი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით საქართველოს საბიუჯეტო დახმარების სახით 17 მილიონი  ევროს  გამოყოფას დაჰპირდა.


ამის შესახებ დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს.


აღსანიშნავია, რომ თანხის ნაწილი - 5 მილიონი ევრო პირველი ტრანშის  სახით  საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდეგ გადმოერიცხა. აღნიშნული თანხა რეგიონებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, საავადმყოფოების მშენებლობას, საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას და ა.შ. მოხმარდა. ამჟამად გაგზავნილია მოთხოვნა მეორე ტრანშის გამოყოფის თაობაზე. 


შეხვედრის თემა ევროკავშირის მიერ რეგიონული განვითარების მიზნით გაწეული მხარდაჭერის ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების შეჯამება და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე მსჯელობა იყო.


შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  წარმომადგენლებთან ერთად, სხვა სამინისტროებისა და ევროკომისიის დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: