ირაკლი სესიაშვილი: მუხროვანის ამბოხი ხელისუფლებამ დაგეგმა

ირაკლი სესიაშვილი: მუხროვანის ამბოხი ხელისუფლებამ დაგეგმა

2009 წლის მუხროვანის ამბოხი წინა ხელისუფლების მიერ იყო დაგეგმილი.


ამის შესახებ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ხელისუფლებას ჯარში ჰყავდათ აგენტები, რომლებმაც ჯარისკაცებში აღელვება ხელოვნურად გამოიწვიეს. "ამის მიზანი კი ჯარში იმის გამოაშკარავება იყო, თუ ვინ არ უჭერდა მხარს  მათ ხელისუფლებას", - ამბობს სესიაშვილი და პირობას დებს, რომ ახალი ხელისუფლება ამ საქმით დაინტერესდება, საქმეს გამოიძიებს და ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: