კოკა გუნცაძეს "საქართველოს რკინიგზის" მეთვალყურეობა ჩააბარეს

კოკა გუნცაძეს "საქართველოს რკინიგზის" მეთვალყურეობა ჩააბარეს

ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარტნიორო ფონდმა მიიღო.


მისივე  გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორის მოვალეობებს  პირველი მოადგილე ოლეგ ბიჭიაშვილი შეასრულებს.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 7 წევრით განისაზღვრა. რაც შეეხება ოლეგ ბიჭიაშვილს, რომელიც გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა, როგორც რკინიგზაში აცხადებენ, მას "საქართველოს რკინიგზაში" რამდენიმე ათეული წლის სამსახურის სტაჟი აქვს და რკინიგზის სპეციფიკას იცნობს.

"საქართელოს რკინიგზაში" კიდევ ერთი ცვლილებაა - დირექტორთა საბჭოს ასევე  ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ სამსონაძე დაემატა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: