მიხეილ სააკაშვილი: პოლიტიკური საკითხები დაპატიმრებებით არ უნდა გადაწყდეს

მიხეილ სააკაშვილი: პოლიტიკური საკითხები დაპატიმრებებით არ უნდა გადაწყდეს

უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილი „კიევ პოსტ“-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. კონფერენციის შემდეგ ინტერვიუ მისცა "Украинская правда"-ს, სადაც საუბრობს ახალი  მთავრობის მოსვლის შემდეგ ყოფილი ჩინოვნიკების დაკავებაზე.

"მათ ყველას ერთ ბრალდებას უყენებენ _ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას. მაგალითად, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს დევნიან იმის გამო, რომ მან ერთი წლის წინ ჯარისკაცს ყური აუწია და სხვები აიძულა, ყაზარმის ირგვლივ წელს ზემოთ შიშვლებს ერბინათ. მე უკრაინაში ვმსახურობდი და ასევე დავრბოდი 10 კილომეტრს იმავე მდგომარეობაში, თუმცა ჩემი ხელმძღვანელებიდან არც ერთი ამის გამო არ მჯდარა", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ორშაბათს შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი დაიკითხა, რომელმაც "პრაქტიკულად, ნულიდან გაატარა რეფორმები და მას დიდი ხნის განმავლობაში კითხავდნენ, რათა რამეში გამოეჭირათ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ პოლიტიკური საკითხები დაკავებების გზით უნდა გადაწყვიტოს, მე ასე არ ვფიქრობ. იქნებ მთელი ოპოზიცია დავაკავოთ? მაგრამ ამის გამო ის არ შეწყვეტს ოპოზიციად ყოფნას", - აღნიშნა სააკაშვილმა.

კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა ის ასეთ შემთხვევაში თავის უფლებას, დაითხოვოს მთავრობა, სააკაშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:

"მე არ ვფიქრობ, რომ ახლა ასეთი რყევები სწორია, ან ეს მიზანშეწონილი იქნებოდა. ჩვენ ეს პროცესი საზოგადოებას მივანდეთ, ამიტომ საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, სააკაშვილი არ თვლის, რომ "ვარდების რევოლუციიდან" დღემდე საქართველოში შექმნილი ვითარება ჰგავს იმას, რაც უკრაინაში "ნარინჯისფერი რევოლუციის" შემდეგ მოხდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: