კიდევ რა სიურპრიზს გვიმზადებს კახი კალაძე?

კიდევ რა სიურპრიზს გვიმზადებს კახი კალაძე?

"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება ტარიფების შემცირება და არა განახევრება იყო", _ განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

 

კალაძემ გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია.

 

"ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ძალიან მალე საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი გახდება", _ აცხადებს კალაძე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: