ვის გაიმეტებს კოკა გუნცაძე დასაჭერად?

ვის გაიმეტებს კოკა გუნცაძე დასაჭერად?

 

,,საქართველოს რკინიგზაში მომუშავე ორი ათასი ადამიანი კვლავ მოკალათებულია თავის სავარძელში, რომლებიც წლების განმავლობაში მილიონების მითვისებით იყვნენ დაკავებულნი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ საქმეს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე მიხედავს. ამის იმედს მისი ხასიათის სიმტკიცე და სამართლიანობა გვაძლევს".

 

ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის თავისუფალი პროფკავშირების თავმჯდომარებ გია ყრუაშვილმა განაცხადა.

 

აპირებს თუ არა რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე კოკა გუნცაძე ამ საკითხით დაინტერესებას და უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოს რკინიგზიდან თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნას? 

 

ამ კითხვით ,,ივერიონმა" კოკა გუნცაძეს მიმართა.

 

როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს რკინიგზაში მომუშავე ადამიანთა კორუმპირებულობაზე, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ აქვს.

 

,,ეს-ესაა სამუშაოს შევუდექით და ამიტომ ყველაფერზე ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ ჩავიხედავთ ყველა სქემაში, ყველა საეჭვო საქმეს შევისწავლით, გავეცნობით საჩივრებით შემოსულ განცხადებებს და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება გვექნება", - განაცხადა გუნცაძემ.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: