გიგი უგულავა: რეგიონებში ფინანსური შემოწმების "აღვირახსნილი პროცესი" მიმდინარეობს

გიგი უგულავა: რეგიონებში  ფინანსური შემოწმების "აღვირახსნილი პროცესი" მიმდინარეობს

თვითმმართველობებს ჰყავს ჯალათი,  სახელად გიგა ახვლედიანი, -ამის შესახებ გიგი უგულავამ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ კონგრესზე განაცხადა.


მისი თქმით, რეგიონებში მიმდინარეობს ფინანსური შემოწმების "აღვირახსნილი პროცესი",  რომელსაც თბილისიდან ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე "ყოფილი ლეგიონერი" გიგა ახვლედიანი კურირებს.

"რასაც ყოველ დღე ვხედავთ, არის პირდაპირი ზეწოლა თვითმმართველობებზე, აქტივისტების მიქსევა და თვითმმართველობის გადაქაჩვის მცდელობა. სახიფათოა, რომ ამ პროცესში ჩართულია სახელმწიფო უწყებები. თვითმმართველობის უმეტეს ორგანოებში შესულია ფინანსური პოლიცია და ეს პროცესი რეგიონებში განსაკუთრებით აღვირახსნილად მიმდინარეობს. სახელმწიფომ ორ თვეში უკვე რეპრესიული აპარატი ჩამოაყალიბა და თვითმმართველობებს ჰყავს ახალი ჯალათი სახელად გიგა ახვლედიანი, ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე და ძველი ლეგიონერი. ეს არის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს. არავინ არ არის შემოწმების წინააღმდეგი, თუმცა როდესაც ეს ხდება შემოსევის სახით, იბადება ეჭვი, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი აქვს", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: