დაარღვევს თუ არა პარლამენტი რეგლამენტს?!

დაარღვევს თუ არა პარლამენტი რეგლამენტს?!

ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ არჩილ კაიკაციშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებული სახალხო დამცველის არც ერთი კანდიდატისთვის საკანონმდებლო ორგანოში საპროგრამო საკითხების გაცნობის მიზნით, ოფიციალური შეტყობინება არ გაუგზავნია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახალხო დამცველის კონკურენტულ გარემოში არჩევა გამორიცხულია.


პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, სახალხო დამცველის კანდიდატურის დასახელების უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა სულ ცოტა, ექვსკაციან ჯგუფს, რომელთაგან არც ერთია რომელიმე ფრაქციის წევრი.


საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის განმარტებით, საკანონმდებლო ორგანო მოუსმენს საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან დასახელებულ სახალხო დამცველის  პოზიციაზე დასახელებულ კანდიდატებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის პროცედურებთან, რადგანაც პარლამენტის მხრიდან ასარჩევი სახალხო დამცველის მიმართ მოქმედებს შემეგი წესი: საკანონმდებლო ორგანო ომბუდსმენად დასახელებულ კანდიდატებს ჯერ ამ თანამდებობაზე არჩევის თანხმობის მიღებით წერილობით მიმართავს, დასახელებულ კანდიდატებიდან იღებს წერილობით თანხმობა, ხოლო აღნიშნული თანხმობის შემდეგ ვალდებულია, საპროგრამო გამოსვლით წარსდგეს პარლამენტის წინაშე და უპასუხოს დეპუტატთა შეკითხვებს.


"თუკი სახალხო დამცველად საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ დასახელებულ კანდიდატებს ამ ფორმით შეთავაზება არ ექნებათ, მათი საპროგრამო გამოსვლა პარლამენტში სამართლებრივ და დასაშვებ ლოგიკასაც მოკლებულია", _ განაცხადა კაიკაციშვილმა.


"ახალგაზრდა ადვოკატები" მივმართავთ პარლამენტს, გააკეთოს განმარტება, აპირებს თუ არა რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენას. ამასთან, სახალხო დამცველის ასარჩევ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი თუ რამდენიმე კანდიდატს შორის არჩევანის საშუალება იქნება", _ აღნიშნა ორგანიზაციის თავმჯდომარემ.


მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველი 2012 წლის 14 დეკემბრამდე უნდა აირჩიოს. არჩევანი კანდიდატებს შორის უნდა გაკეთდეს მათი გამოცდილების, პროფესიონალიზმისა და პრონციპულობის მიხედვით. ამასთან, სახალხო დამცველის კანდიდატებისთვის საკომიტეტო მოსმენები უნდა იყოს ღია და საჯარო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: