დაკითხვაზე რუსთავის ვიცე-მერიც დაიბარეს

დაკითხვაზე რუსთავის ვიცე-მერიც დაიბარეს

მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე რუსთავის ვიცე მერი გიგი ტაბატაძე დაიბარეს. ტაბატაძე არჩილ კბილაშვილის უწყებაში დღეს, 14:00 საათისთვის უნდა გამოცხადდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას  "ინტერეპრესნიუსი" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ყოფილ სახელისუფლო პარტიაში ტაბატაძის პროკურატურაში დაბარების მიზეზებზე ჯერ ვერ საუბრობენ.

გავრცელებული ინფორმაციით კი, ტაბატაძესთან მიმართებაში ინტერესის საგანს შესაძლოა, წარმოადგენდეს მიწის ნაკვეთების გაჩუქებასთან დაკავშირებული საკითხები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: