ბიძინა ივანიშვილი: გპირდებით, რომ ქვეყანაში სულ სხვა ეკონომიკა იქნება

ბიძინა ივანიშვილი: გპირდებით, რომ ქვეყანაში სულ სხვა ეკონომიკა იქნება

„შემდეგი წლის ბიუჯეტი იქნება ხარისხობრივად განსხვავებული. გაცილებით სხვა ტიპის ბიუჯეტი გვექნება და მოსახლეობას ვპირდები, რომ ქვეყანაში  სულ სხვა ეკონომიკა იქნება". ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ  განაცხადა.


მისივე განმარტებით, მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.


"მესამე მოსმენა წინ გვაქვს და, აქედან გამომდინარე, მომავალი წლის ბიუჯეტში შესაძლოა, პატარა ცვლილებები კიდევ შევიდეს, თუმცა შევთანხმდით, რომ 2013 წლის ბიუჯეტი ხარისხობრივად განსხვავებული იქნება“, - აღნიშნა პრემიერმა.


მისივე თქმით, მთავრობა ძალაში ტოვებს პრეზიდენტისა და ქალაქის "გაურკვეველი ხარჯების" შემცირების საკითხს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: