კახეთის „კუდ“-ის უფროსი დააკავეს

კახეთის „კუდ“-ის უფროსი დააკავეს

კახეთში კიდევ ერთი მაღალჩინოსანი,  „კუდ“-ის უფროსი დავით ლორთქიფანიძე დააპატიმრეს.

მინისტრმა ეს ინფორმაცია მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ  შინაგან საქმეთა დაადასტურა. მისი განმარტებით,  კახეთის „კუდ“-ის უფროსის მხრიდან ჩადენილი ძალიან ბევრი დანაშაული გამოვლინდა, მათ შორის საუბარია, მთელ რიგ მძიმე დანაშაულობებზე.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით შსს უახლოეს მიმავალში გამოაქვეყნებს ინფორმაციას.


კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით კი, დავით ლორთქიფანიძე სსკ–ის 333–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს.

"დაუზუსტებელი ცნობით, „კუდ“-ის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობის დროს, დავით ლორთქიფანიძემ ერთ-ერთ ბიზნესმენს რამდენიმე ძვირადღირებული მანქანა აყიდინა და შემდეგ კერძო პირისთვის აჩუქებინა. ამასთან, ბიზნესმენმა, ლორთქიფანიძის დავალებით, დიდი რაოდენობით თანხა გადაურიცხა ერთ-ერთ მედიასაშუალებას", - იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.


ამავე წყაროს ცნობით,  დავით ლორთქიფანიძე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის ძმაა. გია და დავით ლორთქიფანიძეების სახელს უკავშირდება ახმეტაში, ნანა ლეჟავას გადაცემა "კვირის რეპორტაჟის" ჟურნალისტების ცემის ფაქტიც.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: