ავღანეთის პრეზიდენტის ძმა ბანკიდან ფულს იპარავდა

ავღანეთის პრეზიდენტის  ძმა ბანკიდან ფულს იპარავდა

ავღანეთში დამოუკიდებელი გამოძიების საფუძველზე მომზადებული ანგარიშის თანახმად,  ქაბულის ბანკიდან თაღლითური გარიგებების შედეგად უცხოეთში  900 მილიონამდე დოლარია გადარიცხული.


აუდიტის შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, კრედიტების უდიდესი ნაწილით  სულ 19 კერძო პირი და კომპანია სარგებლობდა. იმ პირთა შორის, რომლებიც გარიგებით სარგებლობდნენ, სახელდება ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ძმაც, მაჰმუდი, რომელიც ყველა ბრალდებას უარყოფს.


ანგარიშში, აგრეთვე, ნათქვამია, რომ უმაღლესი პოლიტიკური ეშელონებიდან ხდებოდა გამოძიებაში ჩარევა. ამ ბრალდებას უარყოფს ავღანეთის გენერალური პროკურატურა.


უცხოელი დონორების დაფინანსებით ჩატარებულმა აუდიტმა გამოააშკარავა, როგორ ირიცხებოდა კრედიტების სახით გამოყოფილი ფული ანგარიშებზე ოცზე მეტ ქვეყანაში, ქაბულის ბანკის მენეჯერების, მათი მეგობრებისა და ნათესავებისათვის.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: