ამერიკაში Wikileaks-ის ინფორმატორს ასამართლებენ

ამერიკაში Wikileaks-ის ინფორმატორს ასამართლებენ

Wikileaks-ის “გაჟონვებში” ბრალდებული ამერიკელი ოფიცრის ბრედლი მანინგის საქმის განხილვას ფორტ მედის სამხედრო სასამართლო გაუძღვება. დღეს მანინგი, რომელიც აცხადებს, რომ ფსიქიკური აშლილობისგან იტანჯება, სამედიცინო შემოწმებაზე გაიყვანეს.

მისი განცხადებით, დაკავების შემდეგ მასზე აუტანელი ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა,  სასამართლო პროცესამდე იგი თვითნებურად დასაჯეს და წინასწარი პატიმრობის ვადა შეუსაბამოდ მძიმე პირობებში მოახდევინეს. მანინგის წინასწარი პატიმრობა 9 თვე გრძელდებოდა და  ამ ხნის განმავლობაში განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. 

მანინგს, შტატების საზღვაო ქვეითების ერთ-ერთი ბრიგადის უფროს ოფიცერს,  დიდი რაოდენობით საიდუმლო ინფორმაციის Wikeleaks-ისათვის გადაცემა ბრალდება.Wikileaks-მა მისგან მიღებული ინფორმაცია ინტერნეტში გაავრცელა. თუ ბრალი დაუმტკიცდა, ამერიკელ სამხედროს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

ბრედლი მანინგის მხარდასაჭერად დღეს ამერიკის რამდენიმე შტატში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები მანინგის გათავისუფლებას მოითხოვენ. ”მანკიერი და გარყვნილი სისტემის გამომჟღავნება დანაშაული არ არის”,  - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: