ნინო ბურჯანაძე: საქართველოში დემოკრატია არ ყოფილა

ნინო ბურჯანაძე: საქართველოში დემოკრატია არ ყოფილა

"ჩვენ ყოველდღიურად ვიგებთ ძალიან ბევრ უსაქციელობას "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. ჩემთვის გასაგებია, რატომ ცდილობს "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების სიის დამტკიცების გაჭიანურებას, ქვეყანაში ბევრი პოპლიტიკური ნიშნით დევნილი ადამაინი გვყავს და დასავლეთის მხრიდან ამის აღქმა უაროფითი იყო”, _ განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.


ბურჯანაძე მიესალმება ახალი ხელისუფლების მისწრაფებას, რომ პოლიტპატიმრების საკითხი მაქსიმალურად სწრაფად მოგვარდეს.


„დასავლეთს უნდა დავანახოთ, რომ საქართველოში არანაირი დემოკრატია არ ყოფილა და დემოკრატიის აშენების შესაძლებლობა დღეს გვაქვს“, - აცხადებს ბურჯანაძე.


პრესკონფერენციის მთავარი საკითხი იყო პოლიტპატიმრების თემა. ამასთან საუბარი შეეხო  ბადრი ბიწაძის საქართველოში დაბრუნების პერსპექტივას.


ნინო ბურჯანაძის თქმით, ბადრი ბიწაძე მაშინ დაბრუნდება საქართველოში, როცა აქტიურ ცხოვრებაში ჩართვის საშუალება მიეცემა. მისივე განმარტებით, ბიწაძეზე არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, გენერალურმა პროკურატურამ მისი საქმის გადახედვის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: