წვრილმანი ქურდობებიც გახშირდა

წვრილმანი ქურდობებიც გახშირდა

შსს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის I განყოფილების თანამშრომლებმა  ავტომანქანის ქურდობის ფაქტზე 1982 წ. დაბადებული დავით ს. დააკავეს.


ბრალდებულმა 28 ნოემბერს თბილისში, დიღმის მასივის მე-V კვარტლის მე-IV კორპუსის ეზოში მდგარი ხათუნა ლომაურის კუთვნილი „მიცუბიში პაჯეროს" მარკის ავტომანქანის საქარე მინა ჩაამტვრია და მაგნიტოფონი მოიპარა, თუმცა მიმალვა ვერ შეძლო.  


ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა იმუშავეს.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ 177 -ე მუხლის 3-ე ნაწილის „დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალდებულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: