უმრავლესობას ყველა მოსწონს, თუმცა მხოლოდ ერთს უნდა ენდოს!

უმრავლესობას ყველა მოსწონს, თუმცა მხოლოდ ერთს უნდა ენდოს!

გუშინ პარლამენტში დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ლია მუხაშავრიას და ნათია იმნაძეს მოუსმინეს. კანდიდატების შეხვედრა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან, დაახლოებით, 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.


მომავალ კვირას საპარლამენტო უმრავლესობა  სახალხო დამცველობის სამ კანდიდატს  შეხვდება.


პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, ყველა კანდიდატი ღირსეულია. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენობის კიდევ ორ კანდიდატს თამარ გურჩიანსა და უჩა ნანუაშვილს, სავარაუდოდ, ორშაბათს შეხვდება.


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იზიარებს მანანა კობახიძის მოსაზრებას და ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ყველა კანდიდატის მოსმენის შემდეგ  მიიღებენ, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა კანდიდატი თანაბარუფლებიანია.


თავად სახალხო დამცველობის კანდიდატებმა კი დეპუტატებს სამომავლო გეგმები გააცნეს.


შეხევდრას თამარ გურჩიანი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ვერ დაესწრო, უჩა ნანუაშვილი საზღვარგარეთაა, გელა ნიკოლაიშვილმა კი შეხვედრაზე მისვლა საჭიროდ არ ჩათვალა, ხოლო ნინა ხატისკაცს უმრავლესობამ უკვე მოუსმინა.


აღსანიშნავია, რომ ომბუდსმენის პოსტზე სულ 7 კანდიდატი განიხილება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: