გედევან ფოფხაძე: მინდა ციხის ყველა კარი გავხსნა და პატიმრები გამოვუშვა!

გედევან ფოფხაძე: მინდა ციხის ყველა კარი გავხსნა და პატიმრები გამოვუშვა!

"სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობის გამო ამნისტიის გამოცხადება სახელმწიფოს ვალდებულება", _ ეს განაცხადა "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში "ქართული ოცნების" წევრმა გედევან ფოფხაძემ გააკეთა.


დანამდვილებით იმის თქმა შეუძლებელია, ახალ წლამდე მიიღებს პარლამენტი თუ არა კანონს, რადგან ფოფხაძის განცხადებით პარლამენტს ფორსირებულ რეჟიმში უწევს მუშაობა.


საზოგადოებაში გავრცელდა მოსაზრება, რომ ამნისტია ქვეყანაში კრიმინოგენურ მდგომარეობას გაზრდის. ამაზე ფოფხაძე პასუხობს: "ამნისტია არ შეეხება ისეთ პატიმრებს, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. გათავისუფლდებიან პატიმრები, რომელთა დანაშაულიც ძალადობას არ გულისხმობს. მიუხედავად ამისა, ჩემი სურვილია, ციხის ყველა კარი გავხსნა და პატიმრები გამოვუშვა, რადგან ისინი ადეიშვილისა და სააკაშვილის ხელისუფლების პატიმრები არიან".


გედევან ფოფხაძის განმარტებით, მომავალში პატიმრების საქმეების ინდივიდუალური განხილვა გაგრძელდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: