ერაყში აფეთქებას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში აფეთქებას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში აფეთქებების შედეგად  40-მდე ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს მოწყობილი თავდასხმების უმრავლესობა, შიიტი მუსლიმების წინააღმდეგ იყო მიმართული.


ოფიციალური პირების ცნობით, თავდასხმებს ყველაზე მეტი მსხვერპლი სამხრეთში მდებარე ქალაქ ჰილაში მოჰყვა. გზის პირას ჩადებული ბომბების აფეთქების შედეგად  სულ ცოტა, 27 დაიღუპა და  90-მდე ადამიანი დაიჭრა.


ამჟამად შიიტები, რომლებიც ერაყში უმრავლესობას შეადგენენ, წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის, იმამ ჰუსეინის სიკვდილის მორიგ წლისთავს აღნიშნავენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: