ჟურნალისტები ლუბა ელიაშვილის წინააღმდეგ

ჟურნალისტები ლუბა ელიაშვილის წინააღმდეგ

"თუ ვინმეს არ სურს იმ კონკრეტულ დირექტორთან მუშაობა, რომელიც მოვალეობას ასრულებს, მაშინ მე ვერავის დავაძალებ. ეს მათი ინდივიდალური გადასაწყვეტია. მათ ჩაანაცვლებს სხვა კადრები", – განაცხადა TSpress-თან საუბრისას "მეცხრე არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლუბა  ელიაშვილმა.
 
 Tspress - ის ინფორმაციით, გენერალურ დირექტორად ლუბა  ელიაშვილის დანიშვნის გამო ჟურნალისტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აღნიშნული გადაწყვეტილების გაპროტესტებას აპირებენ.
 
როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, მოთხოვნების გაუთვალისიწინებლობის შემთხვევაში, ისინი არხის დატოვებას გეგმავენ.
 
ოფიციალურ განცხადებას ჟურნალისტები  "მეცხრე არხის" მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გააკეთებენ და საკუთარ პოზიციებზე ისაუბრებენ.
 
"მე გუშინ შევხვდი მათ და მსგავსი სახის პრეტენზია არ გამოუთქვამთ", – განმარტავს ელიაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: