კახი კალაძე: გამორიცხულია ტარიფების განახევრება!

კახი კალაძე: გამორიცხულია ტარიფების განახევრება!

"ყოველდღიურად ისმის ახალი თემები, რომ შესაძლოა ტარიფის განახევრება და საზოგადოებაში ეს ძალიან ცუდად აღიქმება. თითქოს შესაძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება და ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ გამორიცხულია და წარმოუდგენელია ტარიფების განახევრება. შემცირებას რაც შეეხება, ეს ნამდვილად შესაძლებელია", - აღნიშნა კალაძემ.

კონკრეტულ ციფრებთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრს პასუხები არ აქვს. მისივე თქმით , მიმდინარეობს მოლაპარაკებები. "კახეთის ენერგოდისტრიბუცია გაკოტრების პირასაა და სახელმწიფო ამ კომპანიის მიმართ სუბსიდირებას განახორციელებს, რომ ერთ კონტექსტში მოვიდეს ტარიფი მთელი ქვეყნის მოსახლეობასთან", - აცხადებს კახი კალაძე.
ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ტარიფების დაწევას დეკემბერის ბოლოსთვის ვარაუდობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: