ხვალიდან გორს გამგებელი აღარ ეყოლება

ხვალიდან გორს გამგებელი აღარ ეყოლება

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას წერს. ამის შესახებ ხმიადაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დღეს განუცხადა.


მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულო 30 ნოემბერს გაეცნობა.


უკვე გადაწყვეტილია, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დღის 2 საათზე გაიმართება. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ გამგებლის მოვალეობის შესრულებას პაპუნა კობერიძე შეასრულებს, რომელიც კოალიცია ,,ქართული ოცნების” გორის ორგანიზაციის წევრია. ის 2003 წლამდე ქონების მართვის გორის განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.


შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის გამგებლის მოვალეობის შემსრულების მსურველი კიდევ ერთი კანდიდატურის შესახებ გახდა ცნობილი. ის სოფელ ვარიანში მცხოვრები მალხაზ კოკაურია. ამავე დროს ისიც კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრად ითვლება.


წინდაწინ ცნობილია, რომ საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობა პაპუნა კობერიძეზე გააკეთებს არჩევანს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: